Standard Today - 05 Dec

SME Expert

Tbilisi, Saburtalo
Standard

Full announcement text

The job vacancy is available only in Georgian.
„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს SME ექსპერტს. ვაკანსია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს საბანკო სექტორში და ბიზნესმიმართულებით მუშაობის გამოცდილება, შეუძლია კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა, ბანკის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა, ასევე კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვისა და საკრედიტო კომიტეტებზე პროექტების განხილვისა და დამტკიცების პროცესის კოორდინაცია.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კლიენტთან ურთიერთობა და გაყიდვები — კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება; პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა; ბანკის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა.
  • საკრედიტო განაცხადების დამუშავება — კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა, პირველადი ინფორმაციის მოძიება და პროცესის სტრუქტურირება.
  • პორტფელის მართვა — კლიენტების პორტფელის ეფექტიანი მართვა და მომსახურება.
  • გადახდების გეგმის შემუშავება — გადახდების განსახორციელებელი გეგმის შემუშავება და შესაბამისი შეზღუდვების უზრუნველყოფა.
  • საკრედიტო კომიტეტთან კოორდინაცია — პროექტების საკრედიტო კომიტეტებზე განხილვისა და დამტკიცების პროცესის კოორდინირება; მოთხოვნის შესაბამისად სხვა დავალებებისა და პასუხისმგებლობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი— აუცილებელი;
  • განათლების სასურველი სფერო: საბანკო, საფინანსო, მენეჯმენტის ან ეკონომიკური მიმართულება — სასურველი;
  • ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი/გამოცდილება — აუცილებელი;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა და ბიზნესკომუნიკაციის წარმოების უნარი — აუცილებელი;
  • საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება — აუცილებელი;
  • ბიზნეს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (SME ექსპერტი, პროექტის მენეჯერი, SME ბანკირი) — მნიშვნელოვანი;
  • ბიზნესმიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2–3 წელი;

პიროვნული თვისებები:
  • კლიენტზე ორიენტირებული
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული

ენები:
ქართული ენა — მშობლიური
ინგლისური ენა — B2

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: საბურთალო
განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30–18:30

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Banking Small and Medium Business Banking,Business Loan Origination,Credit Portfolio Management
Industry / Field:
Finance Banking
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Banking Small and Medium Business Banking,Business Loan Origination,Credit Portfolio Management
Education level(s):
Bachelor
Languages:
Georgian,English
Views
Unique views
Sent CVs 0