განცხადების სრული ტექსტი
„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში.
თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.
ძირითადი მოვალეობები:
რას ველით კანდიდატისგან:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: sales@crx.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“.
თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი;
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება;
- გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია;
- მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
- მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.
რას ველით კანდიდატისგან:
- გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას;
- გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს;
- მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს;
- ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
- ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს.
- ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
- მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
- გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო:
- ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 2000 (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, სხვა
- ენები:
- ქართული
