განცხადების სრული ტექსტი

„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში.

თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი;
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება;
  • გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია;
  • მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
  • მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.

რას ველით კანდიდატისგან:
  • გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას;
  • გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს;
  • მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს;
  • ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
  • ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს.
  • ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
  • გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე:
sales@crx.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები